myinvaruli formebi - cirki

 

მთებში არსებული ამფითეატრისებრი ქვაბული (ჩადაბლება), რომელიც კეტავს მყინვარული ხეობის ზედა ნაწილს. თანამედროვე ცირკი შეიძლება შეიცავდეს თოვლ-ფირნულ-მყინვარულ მასას, რომელიც ჩვეულებრივ, კვებავს ხეობურ მყინვარებს. განიერ ჩაზნექილ ძირზე მორენები და ხშირად, მყინვარული ტბებია გავრცელებული. ცირკი კარისგან განსხვავებით გამოირჩევა დიდი ზომებით.

ხშირად ცირკი წარმოიქმნება ორი ან სამი კარის შერწყმის შედეგად. მრავალ გლაციოლოგიურ ნაშრომში ცირკი აღინიშნება როგორც კარის სინონიმი. ქართველი გეოგრაფებისა და გეოლოგების ნაშრომებში იხმარება ორივე ტერმინი, სახელდობრ: კარიც და ცირკიც.

საქართველოში რელიეფის აღნიშნული ფორმა ფართოდაა გავრცელებული, ხშირ შემთხვევაში იგი ტბებითაა დაკავებული.